გიორგი ცაგარელი

Imageგიორგი ცაგარელი დაიბადა თბილისში 1947 წ. განათლებით ინჟინერ-მშენებელია. 1983 წლიდან პროფესიონალი ფოტოგრაფია. თანამშრომლობდა ახალგაზრდულ პრესაში, ინფორმაციულ სააგენტოებში საქინფორმი, აას-ი და Prime News. მოაწყო ორი პერსონალური (თბილისი 1986, 1993 წ.წ.), რამდენიმე ერთობლივი გამოფენა, მათ შორის საზღვარგარეთ (მოსკოვი, ლონდონი, ბრატისლავა). ამჟამად ჟურნალ “დიალოგის” ფოტორეპორტიორია.

ჩემს შესახებ:
დავიბადე 1947 წელს თბილისში და 32 წლამდე არც მიფიქრია, რომ ოდესმე ხელში კამერას ავიღებდი და სურათების გადაღებას დავიწყებდი.
ტექნიკური განათლება მივიღე და რამოდენიმე წელი ინჟინრად ვმუშაობდი, როდესაც პირველი შვილი გამიჩნდა და დავიწყე მისი გადაღება ძველი საბჭოთა ფოტოაპარატით.
იმის შემდეგ, რაც ვიგრძენი, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის გადაღება აღარ მაკმაყოფილებდა, მალევე ავირჩიე პრესს-ფოტოგრაფია, როგორც ჩემი მომავალი პროფესია და შემდგომი 25 წელი მარტო ფოტოჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე იმის აღქმა, რომ დედამიწაზე არა მარტო პრესს-ფოტოგრაფია არსებობს. მაგრამ დღემდე მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია ელიტარულია. მე არ მიყვარს სიტყვები „მხატვრული ფოტოგრაფია“, „ფოტოხელოვანი“.
ჩემი საყვარელი კამერაა „Nikon F3“, მაგრამ მე სხვა აპარატებითაც ხშირად ვიღებ, ციფრული და დიდ ფორმატიანი კამერების ჩათვლით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s