ზურაბ დათუაშვილი. “გაიქცა უკვე ის კადრი”

zurab-datuashvilis-photografikaზურა დათუაშვილი ბავშვობაში ბევრს ხატავდა… ეხერხებოდა სახლების, გემების, თვითმფრინავების მაკეტების გაკეთებას. მისი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებდა სკოლაში. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს, მცირეწლოვან ასაკში მან ნაღმის აფეთქებისას, თვალი დაკარგა. მიუხედავად ყველაფრისა  ყოველთვის პირველ ადგილს იმსახურებდა მოსწავლეთა გამოფენებზე. ლაგოდეხში ცხოვრების დროს, ფოტოგრაფიით გახლდათ გატაცებული. იმ დროს არ იშოვებოდა მასალა, ფირები, ქაღალდი.

ზურაბ დათუაშვილი დაიბადა 1931 წელს ქ. ქუთაისში. 1950 წელს ქ. ლაგოდეხის ი. ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო საინჟინრო ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1955 წელს მუშაობა დაიწყო “საქტყეპროექტში” ინჟინერ ტაქსატორად.აღნიშნულ სამუშაოზე ექვსი თვე ტყეში ყოფნა მოუწია. მან ფეხით შემოიარა მთელი საქართველო და უნიკალური ფოტომასალაც დააგროვა.

ასე დაიწყო მან ცნობილი ფოტოგრაფის კარიერა:  ყოველ დილით ვვარჯიშობდა. ის იყო გირები დააწყო, რომ მისი პატარა ვაჟი ერთ-ერთ მათგანს დაეჭიდა. ფოტოგრაფმა აპარატს ხელი წამოვავლო და სურათი გადაუღო თავის ვაჟს.  ფოტოეტიუდმა “პატარა მძლეოსანი” დიდი მოწონება დაიმსახურა ახლობლებსა და მეგობრებში. ფოტო გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში მიიტანა  და მეორე დღესვე გაზეთის მეოთხე გვერდზე დიდი ფორმატით დაიბეჭდა”, – ასე დაიწყო ბატონი ზურაბის ფოტოჟურნალისტური კარიერა .მხატვრული ფოტოს ოსტატმა, სხვადასხვა ქვეყანაში 100-მდე ფოტოკონკურსა და ფოტოგამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველგან სამართლიანი აღიარება და მაღალი ჯილდოები დაიმსახურა. ზურა დათუაშვილი საქართველოში გრაფიკული ფოტოგრაფიის ფუძემდებლად ითვლება. ფოტომხატვარი ზურაბ დათუაშვილი არის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, კინომატოგრაფთა ასოციაციისა და ფოტოხელოვანთა კავშრის წევრი. წარსულში მისი ფოტოგამოფენები მოეწყო ქ. თბილისში, ვილნიუსში, ბელგრადში, მინსკში და სხვა ქალაქებში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 “გული მწყდება, ბევრი რამის გადაღება ვერ მოვასწარი… ეს არის წამის ამბავი და გაიქცა უკვე ის კადრი … მრჩება ნახევრად დაუმუშავებელი ფოტოარქივი, დღეს კი სინათლე აღარ მაქვს თვალში, ვეღარ ვხედავ – სამწუხაროდ, მიმდევარიც არავინ მყავს”

ფოტოგრაფი, დღეს ხანში შესულია, იგი სოციალურად დაუცველია.

მასალა მოიძია:

 მარიამ ოლქიშვილმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s