ირაკლი ძნელაძე

Image26 წლის ირაკლი ბათუმელია. უკვე თითქმის 6 თვეა ის პარიზშია. მშობლიურ ბათუმში მალე დაბრუნდება. საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი: დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის რერიხის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი), ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დარგი – ფოტოგრაფია). მას შემდეგ ფოტოგრაფიით არის დაკავებული.
გამართული აქვს არაერთი გამოფენა.

ირაკლი ძნელაძე: ” მხატვრულ დოკუმენტალისტიკაზე ვმუშაობ. უპირველესად მაინტერესებს ადამიანი… ხშირად მახსენდება გეიშები, რომელთა სწავლების ერთ-ერთი მიზანი ადამიანებთან საუბრის და ურთიერთობის ხელოვნებაა… და ამ ხელოვნების სწავლასთან ერთად , როდესაც რაიმე სცენას ვდგამ, ვცდილობ, ეს ადამიანები გამოვსახო ჩემს ფოტოებზე.”Image

ირაკლი ძნელაძე ის ადამიანია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ხელოვნებაა, გენიალური და შთამბეჭდავი სპექტაკლია. ადამიანი, რომელსაც ფოტოაპარატი 24 სააათის განმავლობაში სულ თან აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ გადმოგვცეს ყველა ის მოვლენა, რაც მის გარშემო ხდება. თუნდაც ეს მოვლენები არაფრით გვიკავშირდებოდეს.
მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, თითოეულ კადრში რამე ნაცნობს და მშობლიურს ვიპოვით. დადგმულ კადრებშიც კი ცხოვრება თავისი, ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნო, მოწყენილი, მუქ ტონებშია გამოსახული.
მისი ფოტონამუშევრები დახვეწილი კომპოზიციური ხედვით, მხატვრული ფორმის და აზრის ერთობლიობით, შემოქმედებითი გულახდილობით გამოირჩევა. უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი რამდენიმე წელი სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა – ერმიტაჟში გატარებულ წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია…
Imageირაკლი ძნელაძე გამორჩეული და არაორდინარული პიროვნებაა. სხვა ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, რომლებიც შესამჩნევი არიან მხოლოდ ფოტოკამერით ხელში, მასში თვალის შევლებისთანავე ამოიცნობთ ხელოვანს. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმელებისთვის ირაკლი ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცა.
.
ცოცხალი ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც მის ირგვლივ ხდება, ანთებული თვალები, სხვადასხვა ფერის კედი, ლურჯი პიჯაკი გასული საუკუნის 30-იანი წლების ფართოფარფლებიან შლაპასთანაა შეხამებული…. ასეთ მოკლე რეცენზიაში ვერ მოხერხდება მისი ყველა გამოგონების,, ფრაზისა და საქციელის ჩამოთვლა. მისი ფოტოები მოგიყვებათ, ოღონდ, ღრმად უნდა ჩასწვდეთ მათ.
მასალა მოიძიებულია ინტერნეტში.
ხატია ქირია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s