გურამ თიკანაძე

Imageგურამ თიკანაძე- დაიბადა 1932 წლის 12 სექტემბერს სოფელ კვირიკეთში. 4 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. დაამთავრა თბილისის პირველი საშ. სკოლა, დადიოდა პოტომოყვარულთა წრეზე თბილისის პიონერთა სასახლეში.
1951-56 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში გეოგრაფია – გეოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობაში გატაცებული იყო კრივით და ალპინიზმით. 1954 წელს იგი ალპინიზმის ინსტრუქტორი გახდა. 1959 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომელად. ამავე წელს ჟურნალ “დროშის” კორესპონდენტი გახდა. 1962 წელს აირჩიეს ფოტოჟურნალისტის კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავჯდომარედ. მან მალე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ხშირად მონაწილეობდა კონკურსებსა და გამოფენებზე. მის ნამუშევრებს მოწონება ხვდა იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, უნგრეთში, ბელგიაში. ჰონკონგში გურამი ფოტოგრაფიის საპატიო წევრად აირჩიეს.
ბუნებით უშუალო ადამიანი იყო, ხალხში ტრიალი უყვარდა, მეგობრები, გეოლოგს ცხადია მოგზაურობა და ბუნებაში ყოფნა უწევდა. ამას ალპინიზმით გატაცება დაერთო და მთელი საქართველო ფეხით მოიარა. გაეცნო ყოველ კუთხეს. ნანახი და განცდილი თავისი შემოქმედების მთავარ თემად აქცია. ყველზე მეტად მისი მხატვრული აზროვნება მთასა და მთამსვლელობისადმი მიძღვნილ ფოტოსესიებში იგრძნობა.
იგი წერდა: ” მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალტა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.”
მთის ასეთი დაუოკებელი სიყვარული ბოლოს საბედისწერო აღმოჩდა. 1963 წლის 27 აგვისტოს 30 წლის ასაკში კავკასიონის ერთ – ერთ მწვერვალიდან _ შხარადან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
მასალა მოიძია
ბელა არუთინოვმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s