რობერტ კაპა

Imageანდრე ერნო ფრიდმანი – სწორედ ასე ერქვა კაპას ცხოვრების პირველ ეტაპზე. 1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1931 წელს, იმის მერე როდესაც ბუნტისთავი ფრიდმანი ქვეყნიდან მიტინგებში მონაწილეობისთის გააძევეს, მან ბუდაპეშტში ჟურნალისტიკაზე ჩააბარა. 1932 წელს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო – გამხდარიყო ფოტოგრაფი. ახალგზარდა უნგრელი სამუშაოდ ფოტოსააგენტო “დეფოტში” მოეწყო, რომელიც ილუსტრირებულ ჟურნალებს ფოტომასალით ამარაგებდა. 1932 წელს კოპენჰაგენში აშუქებდა მიტინგს ტროცკის მონაწილეობით. ტროცკიმ კატეგორიულად იუარა ფოტოგადაღება და ვერავინ გაბედა, კამერით მიახლოვებოდა ტრიბუნას. მაგრამ 19 წლის ახალგაზრდა კაცმა ისე მოხერხებულად გადაიღო რამდენიმე კადრი, რომ ვერავინ შენიშნა. ეს მისი პირველი გახმაურებული რეპორტაჟი იყო, რომელიც უამრავმა გამოცემამ დაბეჭდა… მათ შორის ცნობილმა ჟურნალებმა – Vu და Vogue.           1930-იანი წლების დასაწყიში ახალგაზრდა უნგრელი საფრანგეთში ჩავიდა და ექვსი წლით იქ დაიმკვიდრა ადგილი. 1934 წელს ფრიდმანი შეხვდა პარიზში ახალჩასულ გერმანელ კომუნისტ ქალს – გერდა ტაროს, რომელიც მალევე მისი კომპანიონი და საყვარელი გახდა. Imageახალგაზრდებს ძლივს გაჰქონდათ თავი და როგორმე ფინანსური მდგომარეობა რომ გაეუმჯობესებინათ, ავანტიურისტული ნაბიჯი გადადგეს – შექმნეს ფოტოსააგენტო, სადაც გერდა მდივნისა და სავაჭრო აგენტის მოვალეობას ასრულებდა, ანდრე – ლაბორანტის, ხოლო მფლობელი და შეთავსებით ფოტოგრაფი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ვინმე რობერტ კაპა გახდა. მოხერხებული ფოტოგრაფი ყველგან და ყოველთვის ასწრებდა სხვებს. კაპას ფოტოები მხატვრული თვალსაზრისით იდეალური სულაც არ იყო, მაგრამ ყოველთვის საინტერესო და სკანდალური გახლდათ.

“თუ საკუთარ თავს მხატვარს უწოდებ, არასდროს არაფერს დაგიბეჭდავენ. თქვი, რომ ფოტოჟურნალისტი ხარ და რაც გინდა, ის აკეთე“, – ასეთ რჩევას აძლევდა სახელგანთქმული ფოტოგრაფი თავის მეგობარ ანრი კარტიე-ბრესონს. 22 წლის ასაკში დაიბადა რობერტ კაპა.  ამ სახელის მიღმა კი, ღარიბი  იუნგრელი ფოტოგრაფი იმალებოდა.

მასlა მოიძია

ბელა არუთინოვმა

4 thoughts on “რობერტ კაპა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s