“ქოლგა თბილისი ფოტო” 2013

524210_354367241350147_1766360481_nფოტოკონკურსი “ქოლგა” 11 წლის მანძილზე ყოველწლიურად ტარდება. ბოლო პერიოდის მთავარ მოვლენად “ქოლგას” კონკურსის რებრენდინგი და “ქოლგა თბილისი ფოტოდ” გარდაქმნა შეიძლება ჩაითვალოს. კონკურსი მერიისა, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  2012 წლიდან, “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას მასპინძლობს. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი გამოცხადდა უცხოეთშიც  როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. ბოლო ორი წელია, კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, გალერეა ლიჰტბლიკში იფინება. 2013 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი შეიცვალა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ  ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, ისე თანამედროვე ამერიკელ, ესპანელ, გერმანელ და ქართველ ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.

“ქოლგა თბილისი ფოტო” გამართავს ვორქშოფებს, სემინარებს, დისკუსიებსა და პორტფოლიოების განხილვებს. ვორქშოფი გათვლილია, როგორც პროფერსიონალებისთვის ასევე ფოტო მოყვარულთათვისაც. ტრადიციულად ვორქშოფის ჯგუფი 12 ადამიანისგან შედგება. ვორქშოფზე დასწრება ფასიანია, ამიტომაც მსურველებისთვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 23 აპრილამდეა შესაძლებელი, ხოლო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს 25 მარტამდე უნდა აეტვირთატ ფოტოები. ვორქშობზე დასწრებისას აუცილებელია თან ფოტოკამერის ქონა და ინგლისური ენის ცოდნა, რადგანაც ვორქშოფი ჩატარდება თარგმანის გარეშე. ლექციებსა და პორტფოლიოს განხილვებზე დასწრება უფასოა.

ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს დასკვნითი ეტაპი გაიმართება 2013 წლის 1-10 მაისს. გამოფენებზე დასწრება უფასოა.

1 მაისი –  “ბიძია ჩარლი”, მარკ ასნინი (აშშ). გამოფენა დაიწყება 18:00 სთ-ზე. მის: თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა სიონის ქ. 8

1 მაისი – “ვსრიალებთ ბოლომდე”, ვინსენტ ჩიანი (აშშ). დაწყება: 18:00 სთ-ზე. მის:  თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”, სიონ ის ქ. 8

2 მაისი – “მიგოზარდი-ეს გაივლის”, ვოლფ ბიოვიგი (გერმანია) დაწყება : 19:00 სთ-ზე. მის: გალერეა გვირაბი, რკინის რიგი.

2 მაისი – “საბრძოლო სეზონი”, ლუი პალუ (აშშ). დაწყბეა: 19:00 სთ-ზე. მის:  გალერეა “გვირაბი”, რკინის რიგი

3 მაისი – “ჩინური ისტორიები”. დაწყება: 20:00 სთ-ზე. მის: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

3 მაისი – “ცხოვრების კადრები”, ბ. ჯ. ფერნანდესი (აშშ). დაწყება: 20:00 სთ-ზე. მის: ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რუსთაველის 27.

4 მაისი – “მშვიდ ქვეყანაში” ჯონ კაზენავე (ესპანეთი)დაწყება: 20:00 სთ-ზე. მის: სტუდია “არტ ავენიუ”, მარჯანიშვილის 5

4 მაისი – კვლევა-ძიების 125 წელი (National Geographic) დაწყება: 18:00 სთ-ზე. მის: თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”, სიონის ქ. 8

7 მაისი – “Ulls Aturats”, მანელ ესკლუსა (ესპანეთი) დაწყება: 19:00 სთ-ზე.მის:  ხელოვნების ცენტრი რუბიკონი, კოსტავას 53

8 მაისი – “ზურგში”, რობერტ გო (ა.შ.შ) დაწყება: 19:00 სთ-ზე. მის: გალერეა შარდენი რუსთაველის 13, სასტუმრო თბილისი მარიოტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ >>> http://www.kolga.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s