ჯოზეფ პულიცერი

12737433542ჯოზეფ პულიცერი ამერიკელი გამომცემელი და ჟურნალისტი იყო. პულიტცერი 1847 წლის 10 აპრილს უნგრეთში, შეძლებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. ის  პირველად გერმანულ გაზეთში მუშაობდა, სანტ-ლუისში. 1878 წელს მან    გაზეთი «St. Louis Post-Dispatch» იყიდა. პულიცერის წერის მანერა ყველას აკვირვებდა. მის გაზეთში ნახავდით თამამ პოლიტიკურ განცხადებებს, საინტერესო დასათაურებით. ამიტომაც მისი გაზეთების მკითხველი იზრდებოდა1883 წელს მან იყიდა «The New York World» გაზეთი. მისი გაზეთები ითვალისწინებდნენ  მოქალაქეების ინტერესებს. გაზეთის გვერდებზე ის ათავსებდა, როგორც პოლიტიკურ სტატიებს ასევე, ჟურნალისტუ გამოძიებებსა, სენსაციებ, იუმორსა და  რეკლამებს. მოგვიანებთ მან დაამატა სპორტული სიახლეები და რუბრიკები ქალებისთვის. პულიცერი ილუსტრაციურ გაფორმებას აქცევდა ყურადღებას. ის თვლიდა, რომ მკითხველის ყურადღებას ილუსტრაცია და კარგი სათაური იზიდავს.  1883 წელს, როდესაც პულიცერმა გაზეთო «The New York World» იყიდა მისი ტირაჟი 15 000 ეკზემპლარს წარმოადგენდა, ხოლო 15 წლის შემდეგ 1898 წელს მისი ტირაჟი 1 მლნ-მდე გაიზარდა.  თავისუფლების ქანდაკება, რომელიც დღეს  აშშ-ში კუნძულ ლიბერტი-აილენდზე დგას პულიცერის დამსახურებაა. ეს იდეა არ მოწონდა მთავრობას. მათ აკრძალეს ამ პროექტის დაფინანსება, ამიტომაც პულიცერმა გადაწყვიტა პოლიტიკოსებისთვის შავი PR კამპანიები ჩაეტარებინა, გაზეთის საშუალებით. 2 თვის შემდეგ ხელისუფლება დათანხმდა ამ პროექტს. მათ დააფინანსეს მისი მშენებლობა. 1886 წლის 26 ოქტომბერს ქანდაკება ამერიკის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა გახსნა. ამით ჯოზეფმა დაამტკიცა, რომ ჟურნალისტები “მეოთხე” ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

 «Наша страна и пресса возвысятся или падут вместе. Способная, беспристрастная, общественно вдохновленная пресса с отточенным рассудком, который будет знать, что такое правильно, и будет иметь мужество следовать этому, сможет сохранить достоинство общества, без которого народное правительство — это бутафория и посмешище».

1887 წელს მანდ «The New York World» რედაქტორის ადგილი დატოვა, რადგანაც მხედველობასთან პრობლემები შეექმნა. ამის გარდა ასევე ნერვული სტრესები და ხმაურის გაუსაძლისობა დაემატა. თავის ცხოვრების ბოლო წლები მან მკურნალობაში გაატარა.  ცხოვრობდა თავისი სახლის ხმაგაუმტარ ბუნკერებში ან იახტაზე. 1911 წლის 29 ოქტომბერს ის სამხრეთ კოროლინაში იახტაზე გარდაიცვალა.  მან ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც უნდა დაწესებულიყო პრემია ჟურნალისტებისთვის 4 ნომინაციაში.440_3354

1917 წლიდან მოყოლებული  პულიცერის პრემია ყოველწლიურად ტარდება. ამ ბოლოს დროს ივნისის ნაცვლად  აპრილში ტარდება.  ის ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პრემიის ლაურეატების დასახელებას დამოუკიდებელი საბჭო ახდენს, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას კოლუმბიის უნივერსიტეტიაწარმოებს აშშ-ში. პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალიზმის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალიზმის ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს მიენიჭება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s