რიჩარდ ავედონი

portრიჩარდ ავედონი (Richard Avedon) დაიბადა ნიუ-იორკში 1923 წლის 15 მაისს. ფოტოებს იღებდა ისეთი ჟურნალებისთვის , როგორიცაა “Harper’s Bazaar” და “Vogue”, აგრეთვე 1994-2004 წლებში “The New Yorker”-ის ფოტოგრაფი იყო, გარდაიცვალა 2004 წლის 1 ოქტომბერს 81 წლის ასაკში, ფოტოგადაღებების დროს.

მისი შემოქმედება ყველასგან განსხვავებულია, მისი გადაღებული პორტრეტები არავისას არ გავს, თეთრი, ნეიტრალური ფონი,  მაცდურ ეფექტს ქმნის, მას შეეძლო ზუსტად გადმოეცა ადამინების ემოცია, “დაეჭირა” საჭირო მომენტი.

ასეთი ეფექტის მიღება მხოლოდ ტექნიკით შეუძლებელია, აუცილებელია ფოტოგრაფის პირადი ინტერესიც თავის მოდელში. ავედონი ამბობდა, რომ: “ჩემი პორტრეტები არის უფრო ჩემზე, ვიდრე იმ ადამიანებზე ვისაც ვუღებ პორტრეტს.”

dukeandduchess_avedonამ ფოტოზე აღბეჭდილია სიმპსონების წყვილი, ჰერცოგი და ჰერცოგინია. ყვებიან, რომ როცა ავედონი მათთან მივიდა ისინი სულ იღიმოდნენ, მას კი სურდა ბუნებრივი სურათის გადაღება, ამიტომ შეთხზა ამბავი იმის შესახებ თუ მათთან მიმავალი როგორ დაეჯახა ძაღლს და როდესაც სიმპსონებს სინანულის გასახატად სახეები შეეცვალათ სწორედ მაშინ გადაუღო ფოტო

რიჩარდ ავედონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული  ხიბლით, ქარიზმით, ენერგიულობით, სწორედ ამის გამო მისი მოდელები ყოველთვის გახსნილები იყვნენ მასთან და კამერასთან ურთიერთობაში, ავედონის პორტრეტების მაგიაც ამის შედეგია.

ფოტოგრაფიით რიჩარდი ძალიან ადრე 10 წლის ასაკში დაინტერესდა, სახლში კოდაკის აპარატი იპოვე და მის შესწავლას შეუდგა. ავედონის პირველი მოდელები იყვნენ სერგეი რახმანინოვი, რომელიც მაშინ პატარა ბავშვი იყო და მისი ბაბუის მეზობლად ცხოვრობდა (სამწუხაროდ ეს ფოტოები დაკარგულია), და რიჩარდის უმცროსი და, მოგვიანებით ფოტოხელოვანი იტყვის: “სწორედ მაშინ მოვინუსხე სამუდამოდ ქალური მომხიბვლელობით”.

1946 წლიდან ავედონს იღებენ შტატში ისეთ ცნობილ მოდების ჟურნალში, როგორიცაა “Harper’s Bazaar”. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა რევოლუცია მოახდინა მაშინდელ სამოდელო ფოტოგრაფიაში, მის ფოტოებზე მოდელები გაცოცხლებულები იყვნენ და არა გაშეშებულები როგორც ადრე, “ძალიან მომწონდა იმის ცქერა თუ როგორ მოძრაობენ მოდელები, როგორ ხალისობენ და ერთობიან. მე მაინტერესებდა არა იმდენად მოდა რამდენადაც მინდოდა ფოტოებზე გადმომეცა ეს ხალისი” წერდა მოგვინებით მაესტრო.10_richardavedon

მიუხედავად იმისა, რომ ავედონმა თავისი მოწოდება ფეშნ-ფოტოგრაფიაში აღმოაჩინა, მას არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა სხვა მიმართულებითაც. 1956 წელს მხატვრული კონსულტანტის და ფოტოების ავტორის რანგში მონაწილეობა მიიღო რეჟისორ სტენლი დონენის ფილმში “Funny Face”, ფილმში ოდრი ჰეპბერნი და ფრედ ასტერი თამაშობენ. ფრედ ასტერი ფოტოგრაფს განასახიერებს, მისი პერსონაჟის ცხოვრება ძალიან გავს ავედონის ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალებს. ოდრი ჰებბერნი ავედონის მუზა იყო. ავედონის ფოტოებში ვხვდებით აბსოლიტურად უცნობ სახეებსაც და ცნობილ მსახიობებს, მომღერლებს, მწერლებს, ფოტოგრაფებს, პოლიტიკოსებს… მან შექმნა ახალი სახე გლამურული ჟურნალებისთვის, მისი ფოტოები არის ფეშენის და რეალური ცხოვრების ნაზავი.

 დღეს მასზე უფრო მეტს წერენ ვიდრე ადრე, 2004 წელი, რიჩარდ ავედონის გარდაცვალების წელი, (აგრეთვე ჰელმუტ ნიუტონის და ანრი კარტიე-ბრესონის გარდაცვალების წელი), შევიდა ისტორიაში როგორც ХХ საუკუნის ფოტოხელოვნების დასასრული.

 

avedon01_p465

63065217_43889811_1242497610_1735_1dali_21

janisjoplin

avedon03_p465

 სტატია აღებულია : http://mecmikvarkhar.wordpress.com/2010/09/18/%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94/

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s