ალექსანდრე სააკოვი: ნამდვილი ფოტო შავ-თეთრია

image023an2ალექსანდრე სააკოვი დაიბადა თბილისში 1941 წელს. 1965 წლიდან ის პროფესიონალიფოტოგრაფია. მუშაობდა გაზეთებში: ” ახალგაზრდა კომუნისტი”, ”მოლოდიოჟ გრუზიი”, ”კომუნისტი”,ასევე ბეჭდვისა და ინფორმაციის სააგენტოსადა საბჭოთა კავშირის ტელეგრაფის სააგენტოში (ТАСС).(АПН)თანამშრომლობდა ასევე საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გაზეთებთან და ჟურნალებთან.
 მისი ფოტოები იბეჭდებოდა Soviet Life-სა , Paris Match-ში, სააკოვი იყო მრავალი რესპუბლიკური,საკავშირო თუ საერთაშორისო ფოტოგამოფენისა და კონკურსის  მონაწილე და გამარჯვებული.მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება და  იყო საქართველოსჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.
ალექსანდრე სააკოვს კომუნისტები ანტისაბჭოთა ფოტოკორესპონდენტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ნიჭიერფოტოხელოვანს ჩინოვნიკთა მოსაზრებები აზრს ვერ აცვლევინებდნენ. დიდი ხნის განმავლობაშიმრავალ გაზეთთან თანამშრომლობდა, მისი ნამუშევრები სამჯერ გამოაქვეყნეს ალმანახში “ევროპის 100საუკეთესო ფოტოგრაფია”. მან მთელი ეპოქა დააფიქსირა, ახლა კი დღევანდელობის აღბეჭდვას აპირებს.
მდიდარი განჯელი სომხის შვილი, ინჟინერი ვაგანეკ სააკოვი, რომლის მამასაც ბოლშევიკებმა მთელიქონება ჩამოართვეს, კომუნიზმს გმობდა. “მამა, იმის შიშით, შვილები არ შემიცდინონო, მასწავლებლებსდაემუქრა, თუ კომკავშირში მიიღებთ, რაიკომში გიჩივლებთო”, – იგონებს ალექსანდრე სააკოვი. დედა,იტალიელი ქალბატონი ელენა პოლინა დასავლურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარებდა შვილებს.მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ “ორერაში” უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე.დამწყები მუსიკოსი ინტერესით ეცნობოდა მთამსვლელისა და ქართული ფოტოხელოვნებისფუძემდებლის გურამ თიკანაძის გადაღებულ ფოტოებს. “ალბათ, ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომმთელი ჩემი ცხოვრება ფოტოგრაფიას დაუკავშირდებოდა”. ერთ საბედისწერო დღესავტოკატასტროფაში მოხვდა, ხელი დაიზიანა და ინსტრუმენტზე დაკვრა ვეღარ შეძლო. “კიდევ კარგი,ავარიაში მოვხვდი, თორემ რა ვიცი, დღეს ვინ ვიქნებოდი”.
პირველი ნაბიჯები
ყველაფერი ასე დაიწყო – “ჩემს მეგობარს სადიპლომო ნამუშევრისთვის კრწანისის ფაბრიკიდანფოტოები სჭირდებოდა. მთხოვა, მე გადამეღო სურათები. მაშინ ოცდახუთი წლის ვიქნებოდი.მეგობარმა ფოტოები “ახალგაზრდა კომუნისტში” მიიტანა. ჩემდა გასაკვირად, ფოტოები დაიბეჭდა დაამავე გაზეთში ფოტოკორესპონდენტად მიმიწვიეს”.
1967 წელს საბჭოთა კავშირის 50 წლისთავზე მისმა ფოტომ პირველი ოქროს მედალი დაიმსახურა. “მაშინვე დამიბარეს ჟურნალისტთა კავშირში და როცა გაიგეს, ფოტოზე ფრანგი მსახიობი ჟან ვილარიიყო აღბეჭდილი, თავში ხელები წაიშინეს, ეს რა მოგვივიდა, რომ გვცოდნოდა, უცხოელი იყო, მედალსროგორ მოგანიჭებდითო”.
1970 წელს სააკოვმა იტალიაში საერთაშორისო ფოტოგამოფენაზე ჩუმად გააგზავნა სკანდალური ფოტო”ამპუტირებული სულები”, რომელიც ევროპის 100 საუკეთესო ფოტოს კატალოგში შევიდა. სურათზესაბჭოთა კავშირის საამაყო და თავზარდამცემი ე.წ. “ვასმოი პოლკის” ჯარისკაცები არიან აღბეჭდილი. “ისინი ერთ-ერთი აღლუმის დროს პლაკატებით ხელში, სასაცილო მდგომარეობაში, არაფრისმთქმელისახეებით გადავიღე. ამ ფოტოთი იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ადამიანებს სულები აღარ აქვთ დამარიონეტები არიან”. ფოტოგრაფს ანტისაბჭოთა ქმედებაში დასდეს ბრალი. “ამ სურათის მიხედვით,თქვენ ამხანაგი სააკოვი კი არა, მოქალაქე სააკოვი ხართ”, უთხრეს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაიყვანეს. სააკოვს “რკინის ფარდის” მიღმა გასვლა აეკრძალა. “ეს ანტისაბჭოთა ფოტო კი არა,სოციალური ფოტოა”, ამაოდ იმართლებდა თავს. “მთელი ცხოვრება გული დასავლეთისკენ მიმიწევდა,ეს დედის გენების ბრალი იყო. მე არ მიშვებდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩემი ფოტოები მაინც აღწევდაიქამდე”.
უფროსი მეგობრები
სააკოვს განსაკუთრებული მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი საუკუნის ორდიდ მხატვართან ელენე ახვლედიანთან და ლადო გუდიაშვილთან. “ისინი ჩემი პედაგოგები იყვნენ,მათ ხელოვნებაში ბევრი რამ მასწავლეს”.
“1970 წელს ახვლედიანთან ფოტოს გადასაღებად გამგზავნეს. მას არ უყვარდა აპარატის წინ პოზირება,მაგრამ მაინც დათანხმდა. სურათი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა”. როცა ელენე ახვლედიანს ფოტოუნახავს, შებრუნებულა და სააკოვისთვის თავისი ნახატი გამოუტანია სურათის სანაცვლოდ. ამ ჟესტითმხატვარმა ფოტოგრაფი ნამდვილ ხელოვანად აღიარა. ალექსანდრე სააკოვი ახვლედიანის ცნობილისალონური შეხვედრების მუდმივ სტუმრად იქცა, სადაც მაშინდელი ელიტური საზოგადოებაიკრიბებოდა.
თბილისური ბოჰემის მოტრფიალე ახვლედიანი ქუჩებში დაატარებდა ალიკას (როგორც იგი სააკოვსეძახდა) და ძველი ქალაქის პატარა ნიუანსის აღბეჭდვასაც კი სთხოვდა. “ელიჩკა მიყვებოდა ყარაჩოხელებზე, მათ ადათ-წესებზე, იმასაც კი მასწავლიდა, რა ფერის წინდა უნდა სცმოდა კინტოს,როგორია ნამდვილი ქართული აგური. ეს ქალი იმდენად უბრალო იყო, ჩვენს შორის განსხვავებას ვერცკი ვგრძნობდი. ძველ თბილისზე იმდენად იყო შეყვარებული, ძველ, გახრიგინებულ,ფარდაგგადაფარებულ ტახტზე ეძინა. საბედნიეროდ, მოვასწარი გადამეღო თბილისის უკანასკნელიკინტოები, აზერბაიჯანელი ალი პაპა, სომეხი კარაპეტა და ქართველი გიჟო. ისინი ელიჩკას მეგობრებიიყვნენ. მე მხოლოდ მათი ფიზიკური შეხედულება დავუტოვე ისტორიას. სამწუხაროდ, მათი სიარულის,საუბრის მანერა და კოლორიტი თბილისში უკვე დიდი ხანია გაქრა”.49737416
“ახლა ელიჩკას ერთ საიდუმლოს გავამხელ, რომლის თქმაც სიცოცხლეში ამიკრძალა. თუ ამას გაამხელ,ჩემს სახლში აღარ მოხვიდეო. თბილისში პიანისტი ლიზა ლეონსკაია ჩამოვიდა და ძველ ფილარმონიაშიკონცერტი უნდა გაემართა. ლეონსკაია ახვლედიანის მეგობარი იყო. ელიჩკამ შემთხვევით გაიგო, რომ მხოლოდ 25 ბილეთი გაიყიდა და საღამოს ჩაშლა ემუქრებოდა. მაშინვე დამიბარა, სალაროდან გამოვიტანეთ ორი ათასი მანეთი და დარჩენილი ბილეთები შეისყიდა. იმ საღამოსვე ყველა ნაცნობსდაურეკა და კონცერტზე დაპატიჟა. ხუთი წელი მქონდა მასთან ურთიერთობა და არასოდეს გადამიღია მოლბერტთან, მუშაობის პროცესში. ის ჩემთვის დიდი პიროვნება იყო და შემდეგ დიდი მხატვარი”.
ელენე ახვლედიანის სახლში გაიცნო სააკოვმა სვიატოსლავ რიხტერი, მის ფოტოარქივში მრავლად არისრიხტერის ფოტოები. მათ შორის რიხტერი როიალთან, საღამურ პერანგში გამოწყობილი. ასეთიფოტოები აღაშფოთებდა მაშინდელ ხელისუფლებას, მაგრამ “მოუსვენარი სულები” ამას არაფრადდაგიდევდნენ.
“ერთ-ერთ ფოტოზე კახელი გლეხის ნაღვლიანი სახე და ჩამოყრილი ხელები აქვს აღბეჭდილი, კინაღამგადაირივნენ, შეიძლება, საბჭოთა გლეხი დარდიანი და დაღლილი იყოსო.
ჟურნალ “სავეტსკაია ფოტოში” ჩემზე მასალა იბეჭდებოდა და ავტოპორტრეტი მომთხოვეს,აუცილებლად ფოტოაპარატით ხელში. არ მიყვარს პრიმიტიული სურათები, ამიტომ ფაფახსა დანაბადში გამოწყობილმა კბილებში ხანჯლით და ხელში ფოტოაპარატით გადავიღე სურათი. რა თქმაუნდა, მასალა ჩემი ფოტოს გარეშე დაიბეჭდა”.
ფოტოაპარატი შორს პოლიტიკოსებისაგან
“არ მიყვარს პოლიტიკოსებთან მუშაობა, საერთოდ არ მიყვარს ეგ ხალხი. გულები დახურული აქვთ.სახეებით სიცილიც კი არ შეუძლიათ და მხოლოდ კბილებით იცინიან. ამიტომ არ ვიღებ მათ. არასოდესგადამიღია ტრიბუნა, მხოლოდ ტრიბუნის ირგვლივ არსებულ რეალობას ვაფიქსირებდი. ერთ-ერთაღლუმზე გადავიღე სიფრიფანა “პაჩკებსა” და “პუანტებში” გამოწყობილი გათოშილი ბალერინები დამათ გვერდით ჩამოძონძილი ციგნების ოჯახი. ასეთი კონტრასტები არ მოსწონდა მაშინდელხელისუფლებას. მე არ უნდა შემემჩნია ის, რასაც ვხედავდი და მით უმეტეს, არ უნდადამეფიქსირებინა. იცოდნენ ჩემი ხასიათი და პოლიტიკური ფოტოების გადასაღებად აღარც მეძახდნენ.ცხინვალში ცხვრების კრეჭაში შეჯიბრი ტარდებოდა ხოლმე. ეს შეჯიბრი საბჭოთა რეგვენობისერთ-ერთი გამოვლინება იყო. მკრეჭველები სიჩქარისგან საცოდავ ცხვრებს მატყლთან ერთად კანსაცაძრობდნენ. ამ სულელურ და ბარბაროსულ მარათონში მაშინ ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანითანამდებობის პირი ჩერქეზიაც მონაწილეობდა. იმ საცოდავს ისეთ პოზაში გადავუღე სურათი -გაცხიმიანებული ხელით, დაკრეჭილი კბილებით, ხელში მაკრატლით, როგორ იბრძოდაპირველობისთვის. როცა ეს ფოტო ნახა, კინაღამ გაგიჟდა და მისი განადგურება მთხოვა.
მართალია, არ მიყვარს პოლიტიკოსების გადაღება, მაგრამ ერთი ოცნება მაქვს, პრეზიდენტისორშაბათის რადიოინტერვიუს დროს გადავიღო ნატო ონიანის სიხარულით გაბრწყინებული, კმაყოფილისახე, რომელიც ყველაფერზე მორჩილად უქნევს პრეზიდენტს თავს, გვერდით – მისი გამკაცრებული,სერიოზული სახე გადაცემის წაყვანის დროს. ამ ორ კონტრასტულ ფოტოს კომენტარი აღარდასჭირდება”.
მემატიანე
ხშირად მინახავს გალაკტიონი ლენინის ორდენით “მკერდდამშვენებული”, მარჯანიშვილზე, როგორგამოდიოდა სახინკლედან. მაშინ აპარატი რომ მქონოდა, კარგ ფოტოს გადავუღებდი. გული მწყდება,რომ არ არის ილიას, აკაკის, ფიროსმანის ხეირიანი ფოტოები.
გუდიაშვილი მეუბნებოდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ფიროსმანი არ შეესაბამება სინამდვილეს. მასნიკალა სხვანაირი ახსოვდა. როცა ფიროსმანი დიდ მხატვრად აღიარეს, დაიწყეს მისი საფლავის ძებნა.ერთმა აფერისტმა თქვა, რომ დანამდვილებით იცის კუკიაზე მისი სამარე. გვამის ამოსაცნობად ლადოგუდიაშვილი წაიყვანეს. ლადო ყვებოდა, რომ გარდაცვლილ ფიროსმანს არ ჰქონდა პასპორტი დაამიტომ მისი გვამი გაყიდეს და რამდენად ამაზრზენიც არ უნდა იყოს, შეიძლება მისგან ზოოლოგიურიკაბინეტისთვის ჩონჩხიც კი გააკეთეს. კუკიის გათხრილ საფლავში ქალის გვამი აღმოჩნდა, თორემ კაცისრომ ყოფილიყო, აუცილებლად ფიროსმანს მიაწერდნენ. ლადო ხშირად საუბრობდა ჩემთანფიროსმანზე. მითს, თითქოს ნიკალა წყალწაღებული ლოთი და საცოდავი პიროვნება იყო, გუდიაშვილიარ ადასტურებდა. ფიროსმანი ძალიან თავმოყვარე და ამაყი ყოფილა, დახმარებასაც კი ვერუბედავდნენ თურმე. მაშინდელმა ხელისუფლებამ კი რესტორანს “ფიროსმანის” სახელი არ დაარქვა -ალკოჰოლიზმთან ასოცირდებაო.
ალექსანდრე სააკოვი სუხიშვილების ანსამბლის ფოტომემატიანეა. “რამიშვილი ნებას მრთავდა, მათრეპეტიციებს დავსწრებოდი, რათა ფოტოები უფრო რეალური გამოსულიყო. რამიშვილი თავისი საქმისნაპოლეონ ბონაპარტე იყო. სამწუხაროდ, მათთან ერთად საზღვარგარეთ არ მიშვებდნენ და ანსამბლისსაგასტროლო ვოიაჟებს ვერ ვიღებდი. ილიკო სუხიშვილი სასტიკი წინააღმდეგი იყო მათიანსამბლისთვის ბალეტი ეწოდებინათ. ეს ბალეტი კი არა, ქართული ცეკვააო, ამბობდა. დღესაცგანვაგრძობ ამ ანსამბლთან თანამშრომლობას”.
სააკოვის არქივში შემონახულია მასთან ერთად გადაღებული ალა პუგაჩოვას, ბელა ახმადულინას, ბიბიკინგის, ვლადიმერ ვისოცკისა და კიდევ მრავალი გამოჩენილი ადამიანის ფოტო.
“ვისოცკის პირველი ფოტო ძალიან ორიგინალური გამოვიდა, თითქოს ცაში აფრენას აპირებსო. ჩვენიურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ცხრა თვის შემდეგ ის გარდაიცვალა. ვისოცკის კუბოსთანსწორედ იმ პირველი ფოტოს ორმეტრიანი ასლი დაკიდეს”.
1979 წელს თბილისში ბიბი კინგი ჩამოვიდა. მინდოდა, მისთვის ახლოდან გადამეღო სურათი, როგორციქნა, მომცეს უფლება. ფოტო უფრო შთამბეჭდავი რომ გამოსულიყო, მინდოდა, ყელზე ჩამოკიდებულისამკაულები გამოსჩენოდა. მივუახლოვდი კინგს და საკინძეს შეხსნა დავუწყე. კინგი უცებ შეცბა. მისიდაცვა მომვარდა და ხელები გადამიგრიხეს. როგორც მერე გაირკვა, ბიბი კინგს ცისფერი ვგონებივარ.როცა აუხსნეს, რაშიც იყო საქმე, ბევრი ვიცინეთ. მერე ასე გამხიარულებულებს სამახსოვროფოტოსურათი გადაგვიღეს.
ფოტოგრაფიაში მთავარია კომპოზიციის შეგრძნება, ფერთა შეხამება, ფსიქოლოგიური მომენტი დაზოგჯერ რისკიც.
ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ფოტო-სააგენტოში მუშაობის დაწყება უნდოდა, ამისათვის საჭირო იყოორიგინალური ფოტონამუშევრების წარდგენა. წავედით ბათუმში და დელფინარიუმში 14-გრადუსიანწყალში ათი ფირი გადავიღე. ეს ძალიან სარისკო სამუშაო იყო. მე ყოფილი მოცურავეც ვიყავი და ესძალიან გამომადგა. ამ ფოტოების სერიას რეპორტიორი ერქვა და ამ მასალით ჩემი მეგობარიუპრობლემოდ მიიღეს სამსახურში”.
1965 წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე სააკოვი სხვადასხვა გაზეთებთან თანამშრომლობდა.მართალია, მას ანტისაბჭოთა ფოტოკორესპონდენტად თვლიდნენ, მაგრამ მისი ნიჭის გამო ბოლომდევერ წირავდნენ. მისი ფოტოები საბჭოთა კავშირსა და მის გარეთაც თითქმის ყველა უცხოურპროფესიონალურ ფოტო-ჟურნალში ქვეყნდებოდა. 100-მდე რესპუბლიკური, საკავშირო დასაერთაშორისო ფოტოგამოფენისა და ფოტოკონკურსის მონაწილე და პრიზიორია. მისი ნამუშევრებისამჯერ გამოაქვეყნეს ალმანახში “ევროპის 100 საუკეთესო ფოტოგრაფია”. სააკოვის ჯილდოების ნუსხარატომღაც 1988 წელს წყდება. თითქმის ათი წლით მოსწყდა ფოტოგრაფიას.
დედა
“ცხრა წელიწადი ფოტოაპარატი გვერდზე გადავდე და დედას ვუვლიდი. მას ორივე ფეხი მოჰკვეთეს,უმწეო მოხუცს მარტო მე შემოვრჩი. დედაჩემი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. მას თხუთმეტიწუთითაც კი ვერ ვტოვებდი. აღარ მქონდა არანაირი შემოსავალი და იძულებული ვიყავი, გამეყიდაკოლექცია, რომელშიც ახვლედიანის, გუდიაშვილის, კაკაბაძისა და სხვა მხატვრების ორმოცდაათამდენამუშევარი შედიოდა. ეს ნახატები მათგან სამახსოვრო საჩუქრებად მქონდა”.02gm3pc6
2000 წელს, ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად, თითქოს ხელმეორედ დაიბადა ალექსანდრესააკოვი, როგორც ფოტოგრაფი. ფოტოხელოვნებაში მისი დაბრუნება წარმატებული გამოდგა. ჯერრუსეთის კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზში, შემდეგ კი თბილისში “ქარვასლაში” მოაწყოთავისი ნამუშევრების პირველი პერსონალური ექსპოზიციები. კავშირის “ახალი ხელოვნების”საგამოფენო დარბაზში ახლაც მიმდინარეობს მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, იმავეკავშირმა გამოუშვა ალექსანდრე სააკოვის პირველი ელექტრონული კატალოგი, რომელშიც მისი 100ფოტონამუშევარია შესული.
სააკოვმა გახსნა სასწავლო ფოტო-სტუდია, სადაც თავის ცოდნასა და გამოცდილებას მომავალფოტოკორესპონდენტებსა და ფოტოხელოვანებს გაუზიარებს.
“ადრე არ მიყვარდა ნატურმორტი. ახლა მასზე მოთხოვნილება გაიზარდა, ამიტომ დავიწყე მისი კეთება.ისე, ნამდვილი ფოტო შავ-თეთრია. მაქვს ჩანაფიქრი, გადავიღო დღევანდელი თბილისის რეალობა.ფოტოგრაფი ვალდებულია, ისტორიას თავისი ქალაქის დოკუმენტური მასალა დაუტოვოს. ჩემიშემდეგი ექსპოზიცია ნამდვილი ფოტოგამოფენა იქნება. მე გავაკეთებ ჩვენი ქალაქის რეალურ,კონტრასტულ ფოტოებს – მდიდრულ კაზინოებს, ქუჩის მათხოვრებსა და მეტროს რეალობას, ჩემსსტუდიაში კი აღვზრდი ნამდვილ ფოტოკორესპონდენტებს, რომელთა ფოტოებსაც კომენტარებიც კიაღარ დასჭირდებათ”.
ცნობილი ფოტოგრაფი ალექსანდრე სააკოვი თბილისში, საკუთარ სახელოსნოში, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ფოტოგრაფის ახლობლებმა განაცხადეს, რომ სააკოვი ბოლო ხანს ავადმყოფობდა,  თუმცა მისი ამფორმით სიკვდილი მათთვის მოულოდნელი იყო.   უამრავი ნამუშევარი დაგვიტოვა და ასევე სახელოსნოს კარებზე  აბრა წარწერით :Меня Нет Дома…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s