ევა არნოლდი ფილადელფიაში, 1912 წელს დაიბადა. ფოტოგრაფის კარიერა კი 1940-იანი წლებიდან დაიწყო, თანამშრომლობდა რა ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: Picture Post, Time და Life. ის პირველი ქალი-ფოტოგრაფი გახლდათ, რომელიც 1951 წელს ფოტოსააგენტო „Magnum Photos“ წევრი გახდა.
ფოტოგრაფის ყველაზე ცნობილი ნამუშევრების სერია მერილინ მონროს უკავშირდება. ამერიკელი ვარსკვლავის ფოტოსესია მან გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჩაატარა.
2003 წელს ევა არნოლდს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრის წოდება მიენიჭა, 2010 წელს კი საერთაშორისო ფოტოკონკურსის “Sony World Photography Awards”-ის საპატიო ჯილდო გადაეცა.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ევა არნოლდმა დიდ ბრიტანეთში გაატარა. 2010 წელს ინგლისის ქალაქ ბორნმუტის ერთ-ერთ გალერეაში მერილინ მონროს მანამდე უცნობი 8 ფოტო გამოფინა. საერთაშორისო ფოტოსააგენტო „Magnum Photos“ ცნობით, 99 წლის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ევა არნოლდი ლონდონის მოხუცებულთა თავშესაფარში, 4 იანვარს გარდაიცვალა.
თამარ გაბიდაური