, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს. 2014 წლის ფოტოგამოფენები მალე დაანონსდება. “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება იმ ქართველი ფოტოგრაფის რჩეული ნამუშევრებიც, რომელსაც ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს “ქოლგა თბილისი ფოტო” ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს გადასცემს.
“ქოლგა თბილისი ფოტო 2014”-ის ფარგლებში, გალერეა “ლიჰტბლიკთან” თანამშრომლობით და საქართველოს კულტურის სამინისტროს და ბრიტანეთის საბჭო საქართველოს მხარდაჭერით, “ქოლგა თბილისი ფოტო” გამართავს უფასო ვორქშოფებს, სემინარებს, დისკუსიებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით მთელი მსოფლიოდან. სულ მალე გამოცხადდება კონკრეტული ვორქშოფები, რომელზე რეგისტრაციაც მოხდება ონლაინ ვებ-გვერდზე kolga.ge. განათლების სექციის განვითარება “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.
ასევე, სიახლე ფოტოკონკურს “ქოლგა”-ში – ‘ჯეოსელის’ მობილური ფოტო. გადაიღეთ თქვენი ‘სმართფონით’ ფოტო და ატვირთეთ kolga.ge – ზე. საუკეთესო ფოტოს ავტორი კი ჯეოსელისგან iPhone 5s მიიღებს.