ზოგჯერ, კარგად დაჭერილი კადრი სიტყვაზე მეტია

ვფიქრობ, ამ ისტორიების წაკითვის შემდეგ,ზოგი უფრო მეტი პატივისცემით მოეპყრობა ამ პროფესიის ადამიანებს, ზოგი გადაიფიქრებს ჟურნალისტიკაზე ჩაბარებას, ზოგიც პირიქით…ზოგმა შეიძლება იფიქროს: მე არასდროს არ მოვხvდები ასეთ სიტუაციაში. თუმცა, არავინ არ იცის როდის და რას მოუმზადებს სიურპრიზად მომავალი პროფესია.

რა როლს ვასრულებთ ჩვენ, ჟურნალისტები და ვინ ვართ, რა როლი გვაკისრია საზოგადოების წინაშე? სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და თანადგომას შორის? ფოტოჟურნალისტიკაში, ხშირად კარგად დაჭერილი კადრი, სიტყვებზე მეტს ამბობს.

საქართველოში ბევრია ფოტოგრაფი-დოკუმენტალისტი. თუმცა, ცოტაა ისეთი ვინც კონფლიქტურ ზონებში საზოგადოებისთვის ისტორიას ჰქმნიდა. ლელი ბლაგანრავოვა, ერთ-ერთია ვინც საქართველოს კონფლიქტურ ზონებსა და აგვისტოს ომის დროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას კადრში აქცევდა.

ლელი ბლაგანრავოვა საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და მებრძოლი ფოტოდოკუმენტალისტია, რომელიც ახლა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, პირადი ფოტოგრაფია. Continue reading