“სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში 20 მარტს 19:00 საათზე ევროპის სახლში, ფოტო-ჟურნალისტის ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა “დუხობორები საქართველოში” მოეწყობა.
გამოფენა “დუხობორები საქართველოში” წარმოგვიდგენს ისტორიულ-რელიგიური ჯგუფის – დუხობორთა ყოველდღიურ ცხოვრებას.
მეფის რუსეთის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში იძულებით გადმოსახლებული დუხობორები, რომლებიც ჯავახეთს წმინდა ადგილად მიიჩნევენ, ნელნელა ტოვებენ ამ რეგიონს. ამჯამად ჯავახეთში სულ რაღაც 150 დუხობორია დარჩენილი.
პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგეპრნტო (SDC).